ივანიშვილი პირველად ევროპას ეწვევა - კვირის პალიტრა

ივანიშვილი პირველად ევროპას ეწვევა

პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით პირველად ევროპას ეწვევა. "დამარწმუნეს, რომ ჩემი პირველი ვიზიტი ევროპაში უნდა შედგეს", - განაცხადა ივანიშვილმა ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც მას ევროკომისარ ჟოზე მანუელ ბაროზოს მოწვევა გადასცა. სავარაუდოდ, ახალი პრემიერი ბრიუსელს ნოემბრის ბოლოს ეწვევა.