საბოლოო შედეგები - კვირის პალიტრა

საბოლოო შედეგები

ცესკომ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 215 661-მა ამომრჩეველმა, ბათილად ცნეს 62 874 ბიულეტენი.  "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ამომრჩეველთა 54,97%-ის, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" 40,34%-ის მხარდაჭერა. "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 85 დეპუტატი ეყოლება, მათ შორის პროპორციული სისტემით 44 მანდატს აიღებს, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - 41 მანდატს. 65 მანდატი ექნება "ნაციონალურ მოძრაობას", მათ შორის პროპორციული სისტემით 33, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - 32.