ობამას წერილი - კვირის პალიტრა

ობამას წერილი

"ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის დასაცავად და თქვენი ქვეყნის მომავლის ევროპასთან დასაკავშირებლად შეუძლებელია გაკეთებულიყო იმაზე მეტი, ვიდრე ისეთი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვაა, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს წარმატებას", - აღნიშნულია წერილში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მიხეილ სააკაშვილს გამოუგზავნა. ობამა იმასაც აღნიშნავს, რომ არჩევნების შედეგები საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მხარდამჭერებისთვის დიდი იმედგაცრუება იყო, თუმცა ამ შედეგებმა აჩვენა, რომ სააკაშვილის  მმართველობის დროს საქართველოში ჩამოყალიბდა მოქნილი და კონკურენტუნარიანი დემოკრატია. "წინსვლისთვის საქართველოს დასჭირდება, რომ თქვენ განაგრძოთ ქვეყნის მართვა და პარლამენტთან და "ქართული ოცნების" კოალიციის ლიდერებთან ერთად იმუშაოთ, რათა მთავრობის გადაბარებისა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი  უმტკივნეულოდ წარიმართოს", - მიმართავს ობამა სააკაშვილს.