"ნატოს წევრად გაგხდით" - კვირის პალიტრა

"ნატოს წევრად გაგხდით"

"საქართველო ალიანსის ძალიან ახლო პარტნიორია და ჩვენ აუცილებლად გავხდით მას ნატოს წევრად", - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხელისუფლების გადაცემის პროცესს და მიიჩნევს, რომ ქვეყანამ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა. ის ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობასაც შეეხო და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქართულ მხარეს. აპატურაის თქმით, 2014 წლიდან ISAF-ის ძალები ავღანეთის ეტაპობრივად დატოვებას იწყებენ და ძირითადი აქცენტი ადგილობრივი ძალების წვრთნასა და ტრენინგზე გაკეთდება. მისი განცხადებით, სავარაუდოდ, საქართველო ამ პროცესში მონაწილეობის სურვილსაც გამოთქვამს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).