ქადაგიძე პასუხისმგებლობას იღებს - კვირის პალიტრა

ქადაგიძე პასუხისმგებლობას იღებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც მისი 4-წლიანი მმართველობის დროს მიიღეს, პასუხისმგებლობას არ გაექცევა. ქადაგიძე ასევე მზად არის,  უპასუხოს ყველა კითხვას, რომელიც შეიძლება დაისვას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ან ნებისმიერი სხვა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან. მისი თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებს "ქართუ ბანკისთვის" ერთი თეთრის ზარალიც არ მიუყენებია. ქადაგიძის განცხადებებს უცნაური უწოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატმა ნოდარ ჯავახიშვილმა, რომლის თქმითაც, ქვეყნის მთავარმა საფინანსო სტრუქტურამ თავისი დანაშაულებრივი პოლიტიკით "ქართუ ბანკს" 100 მილიონზე მეტი ლარი დააკარგვინა.