სავარაუდოდ, ტარიფებს გადახედავენ - კვირის პალიტრა

სავარაუდოდ, ტარიფებს გადახედავენ

არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოში ტარიფები სერიოზულ გადახედვას საჭიროებს და ეს პროცესი ახალი მთავრობის მუშაობის დაწყებისთანავე დაიწყება. თუმცა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი 17 ოქტომბერს აცხადებდა, რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის ტარიფები მაქსიმალური სიზუსტით არის დათვლილი და ამ ეტაპზე მათში რაიმე სახის ცვლილება შეუძლებელია. ჩალაგაშვილის განცხადებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა. 18 ოქტომბერს კი ზემოხსენებულმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კატეგორიულად  სულაც არ ეწინააღმდეგებიან ტარიფების გადახედვას და მზად არიან, ამის თაობაზე ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად იმსჯელონ.