"იმედი" პატრონს დაუბრუნდა - კვირის პალიტრა

"იმედი" პატრონს დაუბრუნდა

ტელე-რადიო კომპანია "იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის წევრებს ტელეკომპანიაში ოვაციებით შეხვდნენ. "თუ ვინმე გრძნობს, რომ "იმედში" არ უნდა დარჩეს, იქნებ ჯობდეს, სანამ ჩვენ გავუშვებთ, თვითონ წავიდეს", - განაცხადა  ნანა პატარკაციშვილმა. მზია თოთლაძის თქმით კი, ისინი "რევანშს არ აპირებენ" და "იმედი" ისეთივე ობიექტური და დაბალანსებული იქნება, როგორიც ბადრი პატარკაციშვილის დროს იყო.  ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძემ იმედი გამოთქვა, რომ "ის ხალხი, ვინც სწორად არ იქცეოდა, თვითონ მიხვდება ყველაფერს". 17 ოქტომბერს ტელე და რადიო "იმედმა" საინფორმაციო მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, ეკრანზე კი ძველი ლოგო დაბრუნდა. "იმედი" პატარკაციშვილების ოჯახს 2008 წლის დასაწყისში, ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ წაართვეს. ბოლოს მისი 100%-იანი მეწილე "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი" იყო, რომელსაც გიორგი არველაძე ხელმძღვანელობდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).