ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა - კვირის პალიტრა

ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით, "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით მიიღო. სააკაშვილმა ივანიშვილს პირველად მოქალაქეობა 2004 წლის 22 ივლისს მიანიჭა, თუმცა მისი პოლიტიკაში მოსვლიდან 4 დღეში, 2011 წლის 11 სექტემბერს იმ მოტივით, რომ ივანიშვილი პარალელურად საფრანგეთის მოქალაქე იყო, მოქალაქეობა შეუწყვიტა.