პირველი სხდომა - კვირის პალიტრა

პირველი სხდომა

21 ოქტომბერს 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს, სამი ფრაქციით არის წარმოდგენილი - "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები", "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები". საპარლამენტო უმცირესობის ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა. უმცირესობაში სამი ფრაქცია შედის. ფრაქცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გოკა გაბაშვილი ხელმძღვანელობს, "ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარებს" - აკაკი ბობოხიძე, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონებს" კი ტარიელ ლონდარიძე.  "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 85 დეპუტატი ჰყავს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 65 (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).