"ყველაფერი კარგად იქნება" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი კარგად იქნება"

"ჩვენ გვჭირდება სულიერი ძალა, სიყვარული, სასოება, იმედი ღვთისა, ადამიანისა და მომავლისა. მრავალჯერ ყოფილა საქართველო განსაცდელში და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უხსნია ამ განსაცდელისგან. არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელისა, უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელს უფალი მას უგზავნის, ვინც უყვარს და საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც უფალმა განსაკუთრებული მადლი მიანიჭა. რომელი ქვეყანაა ისეთი, რომ ამდენი სიწმინდე ჰქონდეს. დღესაც ამბობენ უცხოელები, რომ განსაკუთრებით იზრდება სარწმუნოება საქართველოში. ეს არ არის დამოკიდებული არც ჩემზე, არც წმინდა სინოდზე. უფალი მეფობს. უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოგვიწოდებს, რათა ვიყოთ სამწყსო უფლისა და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).