კადაფის მომხრეები საბოლოოდ დამარცხდნენ - კვირის პალიტრა

კადაფის მომხრეები საბოლოოდ დამარცხდნენ

ლიბიაში დაეცა ბოლო ქალაქი, რომელსაც 2011 წელს მოკლული მუამარ კადაფის მომხრეები აკონტროლებდნენ. ბანი-ვალიდი მეზობელი ქალაქ მისრატას მცხოვრებლებისგან დაკომპლექტებულმა შეიარაღებულმა რაზმებმა აიღეს. გააფთრებულ ბრძოლებს ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით ათასი კი დევნილად იქცა. მისრატელებმა ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაწვეს. მისრატასა და ბანი-ვალიდს შორის მეზობლური შუღლი სათავეს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს. კადაფის მმართველობისას მაღალ პოსტებს ხშირად ბანივალიდელები იკავებდნენ და ძალაუფლებას მისრატელების შევიწროებისთვის იყენებდნენ.