ევროპარლამენტმა "მაგნიტსკის სიას" ხმა მისცა - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტმა "მაგნიტსკის სიას" ხმა მისცა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სანქციების დაწესებას ყველა იმ რუსი ჩინოსნის მიმართ, რომლებიც ციხის იზოლატორში იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან არიან დაკავშირებული."მაგნიტსკის სიაში" რუსეთის შსს-ს,“ეფ-ეს-ბეს, გენპროკურატურისა და სასჯელაღსრულების სამსახურის 60 ჩინოსანია. მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე საბანკო ანგარიშები გაეყინებათ და ევროგაერთიანებაში შესვლა აეკრძალებათ. მაგნიტსკი, რომელმაც შსს-ს კორუფციული სქემა გაშიფრა, შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს. 2009 წელს ის იზოლატორში გარდაიცვალა, რადგან სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.