ბერლუსკონის პატიმრობა მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

ბერლუსკონის პატიმრობა მიუსაჯეს

იტალიის სასამართლომ ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი დამნაშავედ ცნო კომპანია Mediaset-თან დაკავშირებულ ფინანსურ მაქინაციებში და  მას ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა მოგვიანებით,  მას ციხეების გადავსებასთან დაკავშირებით კანონის ერთ-ერთი მუხლი შეეხო და პატიმრობა ერთ წლამდე შეუმცირდა. ასაკის გამო ბერლუსკონი სასჯელს შინაპატიმრობაში მოიხდის. Mediaset-ს ბერლუსკონის ოჯახი ფლობს. ბრალდების ვერსიით, საავტორო უფლებების შელახვისა და ფინანსური მაქინაციების წყალობით ყოფილმა პრემიერმა სახელმწიფოს გადასახადები დაუმალა.