ქალაქის მაგივრად პორტი - კვირის პალიტრა

ქალაქის მაგივრად პორტი

ახალი მთავრობა ქალაქ ლაზიკის მშენებლობას არ დაიწყებს. თუმცა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ლაზიკის ადგილას პორტი აშენდეს.  "გულსატკენია, რომ სამეგრელოს ისტორიული სახელი ასე დააკნინეს. იმდენი ატრიალეს ტანკი "ლაზიკა" და ქალაქი "ლაზიკა", რომ ლამის იუმორისტული დამოკიდებულება გაჩნდა ამ სახელთან. ამ საკითხს განვიხილავთ, ქალაქი ალბათ აბსურდულია. პორტის აშენება რეალისტურად მიმაჩნია", - აღნიშნა ივანიშვილმა.