ბიზნესმენები ჩივიან - კვირის პალიტრა

ბიზნესმენები ჩივიან

ძველი ხელისუფლებისგან შევიწროებული ზოგიერთი ბიზნესმენი გაჩუმებას არ აპირებს. პროკურატურაში როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს ზუგდიდის უნივერმაღ "ენგურის" კანონიერი მფლობელების, ხათუნა კაკაჩიასა და დავით როგავას ადვოკატი მირიან ნიკოლაძე. მისი თქმით, "ენგური" მფლობელებს ახალაიას დაინტერესების გამო ჩამოართვეს. კომპანიის იძულებითი გასხვისების ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძეც. ბიზნესმენი ვაჟა გორელი აცხადებს, რომ  მურთაზ ზოდელავამ და ზურაბ ადეიშვილმა საპროცესო შეთანხმება ძალდატანებით გააფორმებინეს. კომპანია "მაქს ტოპის" დამფუძნებელი მინდია ქაშიბაძე კი ზეწოლაში ადანაშაულებს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს მიხეილ მაჭავარიანის, ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, ირაკლი კირკიტაძის (დავით კირკიტაძის ძმა), ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსან ლევან ფხალაძისა და კუდ-ის მაღალჩინოსან "მასტერას" სახელით ცნობილი დგებუაძის წინააღმდეგ.