ცოტნე გამსახურდია გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ცოტნე გამსახურდია გაათავისუფლეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გამსახურდია მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა."მოსპობილი მქონდა ადეკვატური საკვების მიღების საშუალება, არ მქონდა ამანათის მიღებისა და მაღაზიის პროდუქტების ყიდვის შესაძლებლობა, არ მაძლევდნენ წამლებს, სამაგიეროდ, ადგენდნენ ყალბ აქტებს, თითქოს მე ვამბობდი ამ ყველაფერზე უარს", - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ. ცოტნე გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.