ბუცხრიკიძე წამებაში დაადანაშაულეს - კვირის პალიტრა

ბუცხრიკიძე წამებაში დაადანაშაულეს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კობა დავითაშვილი პატიმართა წამებასა და გაუპატიურებაში უმცირესობის წევრ კახა ბუცხრიკიძეს სდებს ბრალს. მისივე თქმით, ბუცხრიკიძის პატიმრების წამებაში მონაწილეობას ცნობილი  ვიდეომასალაც ადასტურებს. კახა ბუცხრიკიძე არჩევნებში მონაწილეობამდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ბაჩო ახალაიას მოადგილე.