ჟვანიას სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

ჟვანიას სკანდალური განცხადება

"ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ განხორციელდა", - განაცხადა გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ გოგლა ჟვანიამ. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც არსებული მტკიცებულებების მეშვეობით საქმეს ძალიან სწრაფად მოჰფენს ნათელს, - "იმ ბინაში მიიტანეს საკვები, "ბორჯომი", კონიაკი. უბედური შემთხვევის სცენის დადგმას უშუალოდ ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი და მონაწილეობდა ბარამიძე. ბუნებრივია, მას მოუწევს პროკურატურასთან ამაზე საუბარი. მომხდარის უბედურ შემთხვევად გაფორმებაში ასევე მონაწილეობდნენ ადეიშვილი და მერაბიშვილი. საქმის მასალების გაყალბება ზურაბ ადეიშვილს ევალებოდა" (ვრცლად იხ. გვ. 6, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge.გე-ზე).