გამოსამშვიდობებელი წერილი - კვირის პალიტრა

გამოსამშვიდობებელი წერილი

საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოდან წავიდა, სამხედროებს, მეგობრებსა და კოლეგებს მიმართვა გამოუგზავნა. მიმართვაში შაშკინი მიმოიხილავს თავის საქმიანობას ხელისუფლებაში და აცხადებს, რომ ამაყობს მერაბიშვილთან, ადეიშვილთან და ყოფილი მთავრობის სხვა წევრების გვერდით მუშაობით. "ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ოთხი წელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში გავატარე და ყველამ ერთად საქართველო ზენიტში ავიყვანეთ.“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველო იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს", - წერს შაშკინი.