შსს-ში ცვლილებები იწყება - კვირის პალიტრა

შსს-ში ცვლილებები იწყება

შსს-ს ახალი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავ უწყებაში სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს. კერძოდ, კუდ-ის ფუნქციები გადაუნაწილდება ანტიტერორისტულ ცენტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტსა და კონტრდაზვერვას. სოდ-ის ფუნქციებს კი კრიმინალური პოლიცია და კონტრდაზვერვის დეპარტამენტი შეითავსებენ. პირველ ეტაპზე დაგეგმილი არ არის შს სამინისტროსგან უშიშროების სამსახურის გამოცალკევება და მისი ცალკე უწყებად ჩამოყალიბება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი მთავრობა აღნიშნულ საკითხს განიხილავს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).