ციხის სკანდალი გადამწყვეტი იყო - კვირის პალიტრა

ციხის სკანდალი გადამწყვეტი იყო

NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლუის ნავაროს აზრით, არჩევნებში გადამწყვეტი როლი ციხის სკანდალმა შეასრულა."ამომრჩევლებს, რომლებმაც არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე არ იცოდნენ, ვისთვის მიეცათ ხმა, კონკრეტული გადაწყვეტილება ციხის სკანდალმა მიაღებინა. სწორედ ამ ადამიანებმა დაიკავეს პოლიტიკური ცენტრი", - აღნიშნა ნავარომ. მისივე თქმით, NDI კვლევებს გააგრძელებს, თუმცა კითხვაზე - როდისთვის უნდა ველოდოთ მორიგ კვლევას, - ნავარომ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.