ივანიშვილი საბოტაჟს ეჭვობს - კვირის პალიტრა

ივანიშვილი საბოტაჟს ეჭვობს

ახალმა მინისტრთა კაბინეტმა დამტკიცებიდან რამდენიმე საათში პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე მთავრობის წევრებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, დაზღვევისა და სხვა ის საკითხები, რომლებზეც  დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა. სხდომაზე პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში დევნილთა მასობრივი შეჭრა ორგანიზებულია და ამაში ძველი ხელისუფლების ხელი ურევია.