პროტესტის ქრონიკები - კვირის პალიტრა

პროტესტის ქრონიკები

გასული კვირის განმავლობაში სამუშაო პირობების გაუმჯობესების, ხელფასების გაზრდისა და სამართლიანობის დაცვის მოთხოვნით გაფიცვები და საპროტესტო აქციები გრძელდებოდა. გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს რკინიგზის თანამშრომლებმა, პროტესტი იმავე ფორმით გამოხატეს ფოთის პორტის მოსამსახურეებმა. გაიფიცნენ ბორჯომის #1 ქარხნის მუშა-მოსამსახურეებიც. "თელასის" თანამშრომლებმა პროტესტი მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ხელმძღვანელობისგან მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობა მიიღეს. მერიის წინ გამართულ სოციალურად დაუცველთა აქციისას კი მოვლენები დრამატულად განვითარდა. აქციის მონაწილეები, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ, მერიის შენობაში შეიჭრნენ, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. საბოლოოდ, მერია აქციების მონაწილეებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ახალ მთავრობასთან კონსულტაციების გამართვას დაჰპირდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).