პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა - კვირის პალიტრა

პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა

პარლამენტმა, 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ, მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. პარლამენტის სხდომამდე პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ისე უმრავლესობის წარმომადგენლებს. მთავრობის დამტკიცებამდე საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე დებატები გაიმართა. უმცირესობამ ივანიშვილის სამთავრობო პროგრამას არარეალური უწოდა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები და პროგრამა ერთმანეთისგან განსხვავდება. ოპოზიცია ითხოვდა, ივანიშვილს დაესახელებინა, პროგრამის რომელი ნაწილი როდის შესრულდება. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ კითხვას კონკრეტულად მაშინ უპასუხებს, როცა ძველი ხელისუფლების მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას გაეცნობა. უმრავლესობის წევრებმა "ნაციონალებს" მოუწოდეს,“ნუ იბრაგუნებენ გულზე ხელებს, რადგან სწორედ მათ აქციეს ქვეყანა გამრუდებულ სარკედ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).