"ბინძური არჩევნები" - კვირის პალიტრა

"ბინძური არჩევნები"

უკრაინელმა ექსპერტებმა ქვეყანაში 28 ოქტომბერს ჩატარებული უმაღლესი რადის არჩევნებს უკრაინის ისტორიაში ყველაზე ბინძური არჩევნები უწოდეს. არჩევნები გააკრიტიკეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. არჩევნების დღეს ფართოდ გამოიყენებოდა ე.წ. კარუსელები და არც ამომრჩევლის მოსყიდვა ყოფილა იშვიათობა. კიევის რამდენიმე უბანზე, სადაც ოპოზიცია ლიდერობდა, არეულობა მოხდა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ხმების დათვლის პროცესში კი ფალსიფიკაციის საკმაოდ ბევრი ფაქტი დაფიქსირდა. არჩევნები დემოკრატიულად მხოლოდ დსთ-ის სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა. უკრაინის ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის "რეგიონების" პარტიამ გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა ბლოკი "ბატკივშჩინა", 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლეს "კომპარტიამ", ვიტალი კლიჩკოს პარტიამ "უდარ" და ნაციონალისტურმა "თავისუფლებამ".