"კორტების საქმის" ახალი მიმართულება - კვირის პალიტრა

"კორტების საქმის" ახალი მიმართულება

2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახი და "საია" საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ. ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით,  ოპერაციისას გადარჩენილმა ბუბა ფუთურიძემ აღიარა, რომ სასამართლოში ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. ფუთურიძემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ის და მისი მეგობრები არც საყაჩაღოდ მიდიოდნენ და არც იარაღი ჰქონდათ. Aადვოკატის ცნობით, გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა რამდენიმე პოლიციელმაც გამოთქვა: "ერთ-ერთმა პოლიციელმა დაცვის მხარის მიერ შედგენილ გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით თავად დააზიანეს შსს-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანა, ხოლო ექსპერტის დახმარებით ცდილობდნენ მტკიცებულებების ფალსიფიცირებას და შსს-ს ვერსიის გამყარებას".