საუბრები კლინტონთან - კვირის პალიტრა

საუბრები კლინტონთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს ტელეფონით ესაუბრა. კლინტონმა და სააკაშვილმა იმსჯელეს დეკემბერში დაგეგმილ ნატოს მინისტერიალზე და საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე; აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და მაია ფანჯიკიძემ კი, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიასა და ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე. კლინტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის  მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ფანჯიკიძეს არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება მიულოცა და ნოემბრის ბოლოს ამერიკაში  ვიზიტით მიიწვია.