სამოქმედო გეგმა - კვირის პალიტრა

სამოქმედო გეგმა

საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა დაწესებულებაში შეჭრილი მოქალაქეების პრობლემების მოგვარების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. პირველ რიგში გაირკვევა, ზემოხსენებულ მოქალაქეებს შორის რამდენია რეალურად ღარიბი და რამდენი - ხელოვნურად მიკედლებული. მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციით, არცთუ ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც არსებული მდგომარეობით ხელის მოთბობა სურს. შემდეგ გამოიყოფა ბიუჯეტი, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს ბინებს უქირავებენ, ხოლო შესაბამისი სტრუქტურები ასეთი ოჯახების შრომისუნარიანი წევრების დასაქმებაზე იზრუნებენ. გეგმის განხორციელება 3-4 კვირაში დაიწყება. ბოლო მონაცემებით, სხვადასხვა ობიექტზე შეჭრილია 1.660 ადამიანი.