ქავთარაძე გადადგა - კვირის პალიტრა

ქავთარაძე გადადგა

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გია ქავთარაძე, რომელიც ამ პოსტზე სულ რამდენიმე დღის დანიშნული იყო,  თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ატყდა აჟიოტაჟი 2005-2007 წლებში მის იუსტიციის მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით. "არ მსურს, ჩემ გამო კახა კალაძეს ხელი შეეშალოს იმ ბრწყინვალე კარიერაში, რაც მას წინ აქვს. ამდენად, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან" - აცხადებს ქავთარაძე.