აჭარის მთავრობა დამტკიცდა - კვირის პალიტრა

აჭარის მთავრობა დამტკიცდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაამტკიცა.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეა,   ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - გიორგი თავართქილაძე,  ჯანდაცვის მინისტრი - ნუგზარ სურმანიძე,   განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - გია თავამაიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი კი -  ზაურ ფუტკარაძე. აღსანიშნავია, რომ აჭარაში "ნაციონალურ" ოპოზიციას მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.