პრეზიდენტი ძვირი ჯდება - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი ძვირი ჯდება

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მომსახურებაში ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რაც დაუშვებელია. მისი თქმით, 800.000 ლარი მხოლოდ პრეზიდენტის სასახლის ელექტროენერგიის გადასახადისთვის გამოიყო და იმდენივე იხარჯება სააკაშვილის მეორე თვითმფრინავის შენახვაზე. ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს მთავრობის კანცელარიაში არსებული საპრეზიდენტო რეზიდენციით სარგებლობისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, თვითონ ავლაბრის რეზიდენციით სარგებლობას არ აპირებს, რადგან ქვეყნის ინტერესებში ასეთი ფეშენებელური შენობის მომსახურება არ შედის. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ბევრი შეკითხვა ჩნდება ბოკერიას უწყების დაფინანსებასთან დაკავშირებითაც, რომლისთვისაც 30 მილიონი ლარია გამოყოფილი. "გარდა ამისა, ბოკერიას უწყებაში 21 მილიონი არის საიდუმლო ხარჯები, რაც, ჩემი ვარაუდით, ლობისტებზე დახარჯული თანხა უნდა იყოს", - აღნიშნა ივანიშვილმა. არსებული ინფორმაციით, მთავრობა ავლაბრის რეზიდენციის ინვესტორისთვის გადაცემის საკითხს განიხილავს. საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა ახალ მთავრობას პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი პატივისცემისკენ მოუწოდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).