გუბერნატორებს პრემიერი დანიშნავს - კვირის პალიტრა

გუბერნატორებს პრემიერი დანიშნავს

ახალი კანონპროექტის მიხედვით, გუბერნატორებს  პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან შეთანხმებით დანიშნავს. ახალი მთავრობის წარმომადგენლების განმარტებით, ეს ცვლილება აუცილებელია, რადგან გარდამავალ ეტაპზე რეგიონებში ბევრი პროექტი ხორციელდება,  რასაც განსაკუთრებული კოორდინაცია სჭირდება. პარლამენტი კანონპროექტს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ კანონპროექტს ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა უწოდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).