აბაშიძე სპეცწარმომადგენელია - კვირის პალიტრა

აბაშიძე სპეცწარმომადგენელია

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხში სპეცწარმომადგენლად პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე დანიშნა. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავის ყველაზე დიდ მეზობელთან ურთიერთობები უნდა დაალაგოს და ამ მხრივ აბაშიძეს საკმაოდ რთული სამუშაო ელოდება.  ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის უახლოეს მომავალში აღდგება კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სანამ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის "საელჩოებია", დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ შეიძლება. ზურაბ აბაშიძის თქმით, ქართულმა მხარემ რუსეთთან პროგნოზირებადი, პრაგმატული და კეთილსინდისიერი ურთიერთობა უნდა ჩამოაყალიბოს. თბილისის ინიციატივას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ალექსანდრ ლუკაშევიჩი და განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოს ახალი მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება (ვრცლად იხ. გვ. 3, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).