მილიარდი გაიხარჯა - კვირის პალიტრა

მილიარდი გაიხარჯა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეჭვობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში უაზრო პროექტების განხორციელებისთვის დაახლოებით მილიარდი ლარი გაიხარჯა. მაგალითად ხადურმა ქუთაისის პარლამენტის შენობა მოიყვანა, რომელიც 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, მაგრამ შენობა გამოუსადეგარია. "არ ვიცი, რატომ უნდა აეშენებინათ საქართველოს ბიუჯეტიდან ანაკლიაში კაფე და ამაში 2 მილიონი ლარი გადაეხადათ", - განაცხადა მინისტრმა. ხადურის თქმით, ამ ხარჯების მიზნობრიობა უნდა დადგინდეს, საკითხს სამინისტრო სწავლობს და საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურას ჩააყენებს საქმის კურსში (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).