პროტესტი ციხეში - კვირის პალიტრა

პროტესტი ციხეში

რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა. კერძოდ, მსჯავრდადებულები ციხის ახალი დირექტორის, ლევან აბურჯანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას და საპყრობილის 20-ზე მეტი თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნას მოითხოვდნენ, რომლებიც, მათი თქმით, ძველი ხელისუფლების პირობებში პატიმრებს აწამებდნენ. ახალი დირექტორი კი, მსჯავრდადებულების ინფორმაციით, მათ ემუქრებოდა, რომ "ახალაია მონაგონი იქნება". მოშიმშილე პატიმრებს შორის იყვნენ შიდსით დაავადებული მსჯავრდადებულებიც, რომლებიც მათთვის სასჯელის გადავადებას ითხოვდნენ. პროტესტის აღნიშნულ ფორმას მიმართეს კარცერში მყოფმა პატიმრებმაც. ციხესთან მსჯავრდადებულების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, რომელთაც პატიმრებთან შეხვედრის მოთხოვნით რამდენჯერმე გზა გადაკეტეს. საბოლოოდ, მდგომარეობა მას შემდეგ განიმუხტა, რაც აბურჯანიას უფლებამოსილება შეუჩერეს და პატიმრებმა მათ პრობლემებში გარკვევის პირობა მიიღეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).