უწმინდესმა პატიმრები მოინახულა - კვირის პალიტრა

უწმინდესმა პატიმრები მოინახულა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ #1 და #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრები მოინახულა. უწმინდესმა ანუგეშა და დალოცა ისინი.    "იმედი მაქვს, ხელისუფლება, პრეზიდენტი და სხვანი, მოიღებენ მოწყალებას და გაათავისუფლებენ პატიმრებს. იმედი მაქვს, ღვთის მადლით და ჩვენი ლოცვით, ჩვენი ხელისუფლების ნებით, პატიმრები იქნებიან თავისუფლები. უნდა გავაგრძელოთ ლოცვები და შევთხოვ უფალს, რომ ვიხილოთ ისინი თავისუფალი", - ბრძანა პატრიარქმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).