პატრიარქი იმედოვნებს - კვირის პალიტრა

პატრიარქი იმედოვნებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი  ილია მეორე იმედოვნებს, რომ საქართველოს ძველი და ახალი ხელისუფლება ერთმანეთს მხარში ამოუდგება. სამების ტაძარში ქადაგებისას უწმინდესმა ბრძანა, რომ არ იქნება შურისძიება და მტრობა, არამედ ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან "ძმები, ერთი სამწყსო და უფალი იესო ქრისტე, ქართველი ერის მწყემსი". პატრიარქმა  ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: "წმინდა ილია მართალი ამბობდა: "ენა, მამული, სარწმუნოება". ამ წმინდა ადამიანის ქადაგებამ და მოღვაწეობამ გადაარჩინა საქართველო, მაგრამ ძველი რომაელები ამბობდნენ: ყველაფერი მოძრაობს და ფერს იცვლის. ცხოვრებამ მოიტანა ახალი აღმოჩენები, ახალი პრობლემები. ადამიანი გახდა მეტად მომთხოვნი, უფრო თხოულობს, ვიდრე აკეთებს. ყველაზე საშიშია ის, რომ ადამიანმა ვერ გაიგო, რა არის თავისუფლება და ადამიანი დღეს არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ ცოდვის მონაა. ყველაზე დიდი ცოდვაა ამპარტავნება და მისი განდევნა მხოლოდ წმინდა სამებას შეუძლია". Pპატრიარქმა ისურვა, ქართველი ხალხი ამპარტავნობისგან გათავისუფლდეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).