ობამა ისევ პრეზიდენტია - კვირის პალიტრა

ობამა ისევ პრეზიდენტია

ამერიკელებმა ბარაქ ობამა აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მას ერთ-ერთმა პირველმა გამარჯვება კონკურენტმა მით რომნიმ მიულოცა.

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე მივიყვანო. ჩემი გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა ჩემი მეუღლის, მიშელის გარეშე. მინდა საჯაროდ ვთქვა: მიშელ, ისე მიყვარხარ, როგორც არასოდეს", - განაცხადა ობამამ. აშშ-ში კონგრესის არჩევნებიც გაიმართა. რესპუბლიკელებმა წარმომადგენლობათა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, დემოკრატებმა კი სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).