ომბუდსმენობა ხატისკაცს შესთავაზეს - კვირის პალიტრა

ომბუდსმენობა ხატისკაცს შესთავაზეს

საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის თანამდებობა ექსპერტს საარჩევნო საკითხებში ნინა ხატისკაცს შესთავაზა. როგორც ხატისკაცმა განაცხადა, უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე თამარ გურჩიანის კანდიდატურის დასახელებას არ აპირებდა და ამიტომაც იგი წინადადებას დათანხმდა. "ჩემი კანდიდატურა ერთადერთი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის, რომელზეც პოლიტიკური თანხმობა არსებობდა. მე ჩემი კანდიდატურა გურჩიანის სასარგებლოდ მოვხსენი, თუმცა, განმიმარტეს, რომ მას პოლიტიკური მხარდაჭერა არ ჰქონდა, მისი კანდიდატურა უმრავლესობაში არ განიხილებოდა", - აღნიშნა ხატისკაცმა.