ექიმთა საქმე - კვირის პალიტრა

ექიმთა საქმე

იტალიაში სპეცოპერაცია - "ჭუჭყიანი ხალათის" ფარგლებში - 68 ექიმზე, მათ შორის, კარდიოლოგებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პაციენტებზე სასიკვდილო ექსპერიმენტებს ატარებდნენ. სამართალდამცავებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოდენის კლინიკაში პაციენტთა სიკვდილი გახშირდა. ბრალდების ინფორმაციით, ექიმები გულით ავადმყოფ პაციენტებს დაბალხარისხიან იმპლანტანტებს უნერგავდნენ, ოპერაციებისთვის საჭირო ფულს კი სადაზღვევო კომპანიების საშუალებით "ათეთრებდნენ".