შესაძლოა, სასამართლოში გადაღება დაუშვან - კვირის პალიტრა

შესაძლოა, სასამართლოში გადაღება დაუშვან

იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტით, შესაძლოა, სასამართლოში ფოტო- და ვიდეოგადაღება ისევ დაუშვან. კერძოდ, "საზმაუწყებელი" უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო და აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი სასამართლო გამოიტანს განჩინებას სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის მათი მოთხოვნისთანავე. სასამართლოს თანხმობით სასამართლოს სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო და აუდიოჩაწერის უფლებამოსილება ასევე აქვთ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.