ნატოს დელეგაციის ვიზიტი გადაიდო - კვირის პალიტრა

ნატოს დელეგაციის ვიზიტი გადაიდო

საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი გადაიდო. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ვიზიტის გადადების მიზეზი ის არის, რომ გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის. მისი თქმით, შტაბის ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ ვიზიტის საკითხი უმოკლეს ვადაში გადაწყდება. "ნაციონალები" კი ვიზიტის გადადების მიზეზად გიორგი კალანდაძის დაკავებას ასახელებენ და აცხადებენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ ნატოში ინტეგრაციას დარტყმა მიაყენა.