იაკობაშვილი თანამდებობას ტოვებს - კვირის პალიტრა

იაკობაშვილი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ში საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილი თანამდებობას ტოვებს. "დღევანდელ თანამდებობაზე ჩემს მისიასა და საქმიანობას ამოწურულად მივიჩნევ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ახალი მთავრობა ვაშინგტონში ახალმა ელჩმა უნდა წარმოადგინოს. ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე საგარეო საქმეთა მინისტრს და მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში საქმეების გადაბარებით დავკავდები", - აცხადებს იაკობაშვილი.

ამასთან, ელჩი "ქვეყნის საკეთილდღეოდ სამსახურის შესაძლებლობის მიცემისთვის" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მადლობას უხდის.