პატიმარი თავისი ნებით - კვირის პალიტრა

პატიმარი თავისი ნებით

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრად აღიარებულმა მელორ ვაჩნაძემ რუსთავის ციხის დატოვებაზე უარი განაცხადა. კერძოდ, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ ის სხვა 59 პატიმართან ერთად, ვადაზე ადრე გაათავისუფლა. თუმცა, ვაჩნაძემ ციხიდან გამოსვლაზე უარი თქვა. საქმე ის არის, რომ ვაჩნაძემ თავის დროზე გათავისუფლების შესახებ განცხადება კომისიაში შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. ვაჩნაძემ ეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომლის გადაწყვეტილებას ის ციხეში დაელოდება.  რუსთავის ციხე დატოვეს ასევე პოლიტპატიმრებად აღიარებულმა თემურ ჟორჟოლიანმა და ამირან ქადაგიშვილმა.