ინციდენტი ქსანში - კვირის პალიტრა

ინციდენტი ქსანში

გასულ კვირას პატიმრების პროტესტი გრძელდებოდა. ციხის დირექტორის გადადგომისა და ძველი ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის მოთხოვნით ქსნის #15 ციხეში 2000-მდე პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა. რამდენიმე მათგანმა თვითდაზიანებაც მიიყენა. მსჯავრდადებულების ოჯახის წევრებმა კი ქსნის ციხეში შეჭრა სცადეს, რის დროსაც ერთ-ერთი ჯარისკაცი დაშავდა. პატიმრებმა შიმშილობა სხვა ციხეებშიც დაიწყეს, თუმცა, მოგვიანებით ვითარება შედარებით განიმუხტა. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, პროტესტი გარედან პროვოცირებულია და მსჯავრდადებულებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).