"საზმაუწყებელს" ამოწმებენ - კვირის პალიტრა

"საზმაუწყებელს" ამოწმებენ

საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახური შევიდა. მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ამაში პოლიტიკური ზეწოლის ნიშნები დაინახა და განაცხადა, რომ "საზმაუწყებელში" საგადასახადო არასოდეს შესულა. ამ ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ "ტელევიზიების საქმიანობაში ასეთი ტიპის ჩარევა დაუშვებელია". "საზმაუწყებელში" შემოსავლების სამსახურის შესვლა პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასეს სხვა "ნაციონალებმაც", მაგალითად, კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა. საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ 2010 წლის ოქტომბრიდან "საზმაუწყებელმა" დააგროვა საგადასახადო დავალიანება 3,8 მლნ ლარის ოდენობით, რაც კანონდარღვევაა. "ეს გვაძლევს სრულ საფუძველს, შევამოწმოთ, რამ გამოიწვია ასეთი ოდენობის გადასახადის დამალვა", - განაცხადა ხადურმა. (ვრცლად იხ. გვ. 33)