დამნაშავეები უნდა დაისაჯონ - კვირის პალიტრა

დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის ოჯახი საქმეზე გამოძიების დაწყებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.

"მაქვს დიდი ეჭვი, რომ ეს იყო ხელისუფლების კარგად ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც საფუძვლად უდევს პოლიტიკური სარჩული. არჩილ ჩოხელი, როგორც სპორტსმენი, დამსახურებულად იღებდა ივანიშვილისგან ყოველთვიურად დახმარებას. როგორც ჩანს, ყოფილი ხელისუფლების წევრები ფიქრობდნენ, რომ არჩილს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა"", - ამბობს დაღუპულის და, ხათუნა ჩოხელი. Oოჯახის აზრით, უნდა დაისაჯონ მიხეილ სააკაშვილი, ბაჩო ახალაია და შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).