დაუპატიჟებელი მერი - კვირის პალიტრა

დაუპატიჟებელი მერი

თბილისის მერი გიგი უგულავა მთავრობის სხდომაზე დაუპატიჟებლად გამოცხადდა. მისი თქმით, აინტერესებდა, აპირებდა თუ არა მთავრობა, განეხილა პრობლემა, რომელიც თბილისში სოციალურ სფეროში შეიქმნა. სხდომის დაწყებამდე პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და გიგი უგულავას შორის კამათი გაიმართა. ივანიშვილმა მერს შეახსენა, რომ მთავრობის წევრი არ იყო, სუბორდინაციის დაცვისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ, მას თავად დაუძახებდნენ. "კეთილი ინებეთ და მიბრძანდით აქედან. თქვენ ასე იქცეოდით და გაგდიოდათ. ჩვენ გვინდა წესრიგის დამყარება, დებოშს ნუ აწყობთ", - მიმართა ივანიშვილმა უგულავას. მერმა კი განაცხადა, რომ "ასეთი რამ შევარდნაძის დროსაც კი არ ხდებოდა". "ასწავლეთ ჭკუა იმას, ვისაც სჭირდება", - უთხრა უგულავამ ივანიშვილს და დარბაზი დატოვა (ვრცლად იხ. გვ. 13)