დანიშნეს, მაგრამ გადააყენეს - კვირის პალიტრა

დანიშნეს, მაგრამ გადააყენეს

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული  შტაბის უფროსის რანგში მუშაობას ისევ განაგრძობს.

მიხეილ სააკაშვილმა კალანდაძე პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. "ჩვენ შევქმენით ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელზეც ეს პოლიტიკური კონიუნქტურა ვერანაირად ვერ იმოქმედებს, იმ გაგებით, რომ ისინი ემსახურებიან არა რომელიმე პარტიას, მთავრობას ან რომელიმე პრეზიდენტს, არამედ ქართველ ხალხს. მთავარია, ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული. ჩემი რჩევა იქნება, ეს ყველაფერი მოვიტოვოთ უკან, დაბრუნდით გენშტაბში და გააგრძელეთ სამშობლოსათვის ისეთივე ერთგული სამსახური, როგორითაც გასული წლების განმავლობაში საქმიანობდით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მოგვიანებით, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებს, მათ შორის გიორგი კალანდაძეს, ირაკლი ალასანია შეხვდა. მისი თქმით, გამოძიების მიმდინარეობის გამო, შესაძლოა, კალანდაძეს უფლებამოსილება შეუწყდეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).