კონფლიქტი მწვავდება - კვირის პალიტრა

კონფლიქტი მწვავდება

ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ღაზის სექტორიდან "ჰამასი" ისრაელს მასობრივ სარაკეტო დარტყმებს აყენებს, რასაც ებრაელმა სამხედროებმა საჰაერო რეიდებით უპასუხეს. ერთ-ერთი ასეთი რეიდისას პალესტინის პრემიერის რეზიდენცია გაანადგურეს. მსხვერპლი ორივე მხრიდანაა. მდგომარეობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს და ისრაელმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. "ცახალმა" 75 ათასი რეზერვისტი მზადყოფნაში მოიყვანა. ებრაელი სამხედროების შეშფოთებას ისიც აძლიერებს, რომ "ჰამასმა" შეიარაღებაში ახალი რაკეტები მიიღო, რომლებიც უკვე თელ-ავივსა და იერუსალიმსაც აღწევენ. საერთაშორისო საზოგადოებრიობა შექმნილი ჩიხიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს.